|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, გელათის მონასტერთან მისასვლელი გზის და საყრდენი კედლის რეაბილიტაცია იგეგმება. 

 პროექტი ითვალისწინებს გელათის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის გასწვრივ რკინაბეტონის მონოლითური საყრდენი კედლის მოწყობას, საერთო სიგრძით 103,40 გრძ.მ. საყრდენი კედლის უკან, „დავითის წყაროს“ შემდგომი მომსახურებისათვის ანაკრეფი ბეტონის თაღოვანი გვირაბი ეწყობა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულიება მილიონ ნახევარ ლარამდეა ( 1 497 206 ლარი), სამუშაოების ვადა 3 თვით განისაზღვრა. 

სატენდერო წინადადებების მიღება 22 აგვვისტოს იწურება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა