|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება და ამას ხელს საპარლამენტო კომიტეტიც შეუწყობს. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში კომიტეტის წარმომადგენლებმა შეძლეს და მოინახულეს გელათი.

"ფაქტია, რომ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება, რასაც ჩვენი კომიტეტიც შეუწყობს ხელს, რათა სეზონი, რომელიც ახლა დგას იმერეთში და გამოირჩევა წვიმითა და თოვლით, კიდევ უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნდეს ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დღეს გასვლითი სხდომა გამართა ქუთაისში.

სხდომაზე გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

სხდომას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ასევე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა