|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის დაზიანებული გადახურვის სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა

გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებული გადახურვის სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. ინფორმაციას "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

 მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ძეგლი ნალექის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ არ იყოს.

"ახლა იმედს ამყარებენ ახალ კომპანიაზე, რომელიც თითქოს რაიმეს გააკეთებს განსხვავებულს აქამდე მოქმედი კომპანიებისაგან, რომლებმაც სააგენტოსთნ ერთად ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს ეს უნიკალური ძეგლი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ნალექის პირდაპირი ზემოქმედებისაგან იყოს დაცული ძეგლი"- აცხადებს ბარათაშვილი ვიდეოჩართვაში. 

შეგახსენებთ, 2 დღის წინ ქარმა ტაძრის დროებითი გადახურვა დააზიანა.   გუშინ დაწყებული სამუშაოები დღეს დღის მეორე ნახევარში განახლდა. 

აღსანიშმნავია, რომ კომპანიები, რომლებმაც გელათის გადახურვის სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულეს,  12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. სააგენტოს გადაწყვეტილებით, გელათის სახურავის სრულ რეაბილიტაციას კომპანია "ბაგინეთი+" განახორციელებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა