|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის სახურავზე არსებულ მდგომარეობას იუნესკოს ექსპერტი შეაფასებს

 გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოს იუნესკოს ექსპერტი ეწვევა. ამის შესახებ მინისტრმა, თეა წულუკიანმა "პირველი არხის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, იუნესკოს ექსპერტი ტაძრის სახურავზე არსებულ მდგომარეობას შეაფასებს.

"გელათს ნამდვილად სჭირდება იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც გადახურვის პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია. ჩვენ დაახლოებით 6 კვირაა, რაც ვართ ახალშექმნილ სამინისტროში და ჩემმა პირველმა მოადგილემ, ბატონმა კახა სიხარულიძემ, მთელი თავისი წარსული დიპლომატიური გამოცდილება მოახმარა იმას, რომ ამ მოკლე ვადაში, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მივიღეთ იუნესკოსგან თანხმობა და ივნისში გვეწვევა ცნობილი ექსპერტი, რომელიც ძეგლების გადახურვის სპეციალისტია და გააკეთებს შეფასებას. სწორედ ის გვეტყვის, თუ რამხელაა ზიანი"-განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ზარალი არის საკმაოდ დიდი და ხარვეზების გამოსწორებასაც საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდება.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა