|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გენადი მარგველაშვილის ბიურომ მუშაობა დაიწყო

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გენადი მარგველაშვილი ბიურომ მუშაობა დაიწყო. ამ დროისთვის ბიუროს ინვენტარიზაცია ხდება. როგორც 47-ე ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა  „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, მისი ბიურო აქტიურ საქმიანობას 1 თებერვლიდან დაიწყებს.

„თებერვლიდან აქტიურად დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ვგეგმავთ, მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის კვირაში ორი დღე გამოვყოთ. ამ დროისთვის განცხადებების მიღება დავიწყეთ, განხილვას თებერვლიდან შევუდგებით. კარგად ვიცი პრობლემები, რომლებიც აქვს მოსახლოებას“,-განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის ბიუროს ზაზა ჯანგველაძე უხელმძღვანელებს. ბიუროში 5 თანამშრომელია. შესაძლოა, მათი რაოდენობა გაიზარდოს.

მთავრობის დადგენილებით, ბიუროების დაფინანსება თვიურად 4 300 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს მერიამ ფართები უსასყიდლოდ გადასცა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა