|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანელმა ფოტოჟურნალისტმა საქართველოს ყველაზე ლამაზ ქალაქად ქუთაისი დაასახელა

გერმანელი ფოტოჟურნალისტი ალექ ჰასლერი აცხადებს, რომ საქართველოს ქალაქებიდან მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ქუთაისმა მოახდინა.  ამის შესახებ მან გერმანიაში გამართულ ფოტოგამოფენაზე განაცხადა.

გამოფენაზე წარმოდგენილი 35 ფოტოგრაფიიდან 15 ქუთაისს ეკუთვნის.   

ალექ ჰასლერი ხშირად სტუმრობს საქართველოს. მან თავის ფოტოებზე აღბეჭდა ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის ხედები. ფოტოები შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. ფოტოჟურნალისტი  ყურადღებას ამახვილებს კონტრასტებზე, ძველისა და ახლის შერწყმაზე. 

გამოფენაზე იმყოფებოდა საქართველოს გენერალური კონსული იოსებ ჩხიკვიშვილი. მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გამოფენა ხუთ სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

  

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე