|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანიის ბუნდესთაგის საპარლამენტო სტიპენდიებისათვის შესარჩევი გასაუბრება გაიმართება

 2017 წლის 30 ოქტომბერს, 16 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (აუდიტორია 101) გაიმართება საინფორმაციო ღონისძიება IPS-თან დაკავშირებით, რომელ დასწრება შეუძლია გერმანულის მცოდნე ყველა დაინტერესებულ პირს.

აღნიშნული სტიპენდიის ფარგლებში, 120 სტიპენდიატს მსოფლიოს 42 ქვეყნიდან 2018 წლის მარტის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე შესაძლებლობა ექნება, გერმანიის ბუნდესთაგის მიერ სრულად დაფინანსებული სტიპენდიის ფარგლებში გაეცნოს გერმანიის საპარლამენტო სისტემას გერმანიის პარლამენტში.

პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესები. სტიპენდიატები იმუშავებენ ბუნდესთაგის ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად შეძლებენ ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრებას.

 

პროგრამას პატრონაჟს უწევს გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე და იგი ხორციელდება ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად. დელეგაციას ხელმძღვანელობს ბუნდესთაგის დეპუტატი, ქალბატონი დორის ბარნეტი.

გერმანიის ბუნდესთაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს.

 

პროგრამასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ვებ-გვერდზე:http://www.bundestag.de/ips.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა