|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გერმანიის უნივერსიტეტში ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხები განვიხილეთ"

სასწავლო წლის დაწყება ქუთაისელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გერმანიიდან მიულოცა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, რომლის განცხადებითაც, ის გერმანიაში ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით იმყოფება. 

"ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული წელი. განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო. სასწავლო წლის დაწყებას ყოველთვის ვარ ჩემს მშობლიურ ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში და ამ დიდ სიხარულს ვიზიარებ სხვებთან ერთად. თუმცა დღეს საპატიო მიზეზი მაქვს, რომელიც ასევე განათლებას ეხება. გერმანიის ქალაქ მიუნხენში ფონდ ,,ქართუს" წარმომადგენლებთან ერთად გერმანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხები განვიხილეთ. ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც დიდ პერსპექტივებს ქმნის განათლებისა და ქალაქის განვითარების მიმართულებით.

ავტორი: ნიუპრესი