|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გერმანული მოდელი" "ქართულ ოცნებას" აშინებს"-დავით ბერძენიშვილი

ე.წ. გერმანულ მოდელის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს.  საარჩევნო კოდექსში ცვლილებები რესპუბლიკელებმა დაარეგისტრირეს.

„გასაგებია, რომ  პროპორციულობის შემოტანა ძალიან აშინებს „ქართულ ოცნებას“ და “გერმანული მოდელი“ სწორედ იმას ამბობს, რომ რომელ პარტიასაც რამდენი პროცენტის ნდობა აქვს, პარლამენტში ზუსტად იმის შესაბამისი მანდატი ექნება“, -განაცხადა ბერძენიშვილმა. მისი განმარტებით, "ქართულ ოცნება" უმრავლესობის მოპოვებას მაჟორიტარების ხარჯზე აპირებს, რის შესაძლებლობაც "გერმანული მოდელის" შემოღების შედეგად აღარ ექნება.

ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას არ ითხოვს. აღნიშნული მოდელის შემოღებას მხარს უჭერენ საპარლამენტო უმცირესობაშიც. 

საარჩევნო სისტემის  ცვლილებების მომხრეები იმედოვნებენ, რომ საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შესატანად 76 დეპუტატის მხარდაჭერის მობილიზება შესაძლებელი იქნება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა