|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

"პოლიტიკაში ტაიმ-აუტს ვიღებ"-გია თევდორაძე

"ნიუპრესის" ინფორმაციით, "ევროპულ საქართველოში" ქუთაისის ორგანიზაციაში არსებული დაპირისპირების გამო გია თევდორაძე პარტიიდან წასვლას გეგმავს. 

თევდორაძე  პარტიაში დაპირისპირების არსებობას არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში ტაიმ-აუტს იღებს.

"ვფიქრობ, ამ ეტაპზე პარტიულ აქტივობას ჩამოვშორდე და ერთგვარი ტაიმ-აუტი ავიღო და დაველოდო პერიოდს, როცა პროცესებში აქტიური ჩართვა ივანიშვილის საქართველოდან გაშვებაში  მეტი ეფექტის მომტანი იქნება. აქტიური პოლიტიკიდან პასიურ სამოქალაქო რეჟიმში გადავდივარ. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ამის თქმა გამიჭირდება,"-განუცხადა მან "ნიუპრესს". 

არსებული ინფორმაციით, პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით,  ადგილობრივ ორგანიზაციას დავით გოგისვანიძე უხელმძღვანელებს. გოგისვანიძე "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი და საკრებულოს სიის პირველი ნომერი იყო. ის ქუთაისის საკრებულოს წევრი გახდა. 

გოგისვანიძის განცხადებით, პარტიაში დაპირისპირებას ადგილი არ ქონია, რაც შეეხება თავმჯდომარეობას, საკითხი თვის ბოლომდე გაირკვევა, ჩატარდება შიდა არჩევნები, რომელში მონაწილეობასაც თავადაც მიიღებს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა