|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ბეგაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავის მოსახლეობას შეხვდა(R)

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის 30-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბეგაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მე-17 მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი ბეგაძე ადგილობრივების პრობლემებს  გაეცნო და მათ სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. ძირითად მიმართულებად  სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება განისაზღვრა.  

„ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ, რუსთაველები ვცხოვრობდეთ თანამედროვე ქალაქში. ამისთვის,  პირველ რიგში, ვნერგავთ ამომრჩეველსა და მაჟორიტარს შორის ურთიერთობის საუკეთესო სტანდარტს. ეს შეხვედრაც  ემსახურება იმას, რომ მოვუსმინოთ ამომრჩევლებს, მათ გადაუჭრელ საკითხებს, ინიციატივებს“,-განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმითვე, მისი მთავარი გამოწვევაა, რუსთავში შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უზრუნველყოფს.

მოსახლეობასთან შეხვედრები რუსთავის 30-ე საარჩევნო ოლქში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა