გიორგი კვირიკაშვილი: "ქართული ოცნება" მნიშვნელოვნად განახლდება"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "რესპუბლიკელებთან" გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მისივე განმარტებით, ეს პროცესი გაგრძელდება და "რესპუბლიკელებს" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის ორმხრივი შეთანხმება გაფორმდება.
"იმ შემთხვევაში, თუ 2016 წელს პოლიტიკური პარტიები ისევ კოალიციის ფორმატში მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ამ შეთანხმების გარშემო კონსესუსი სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც უნდა იყოს მიღწეული,"-განაცხადა პრემიერ- მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
"პარტნიორობა "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის მნიშვნელოვანია. გარკვეული შეთანხმებები მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში. თუმცა, კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალპარტიულ ფორმატში იქნება წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება, ეს ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც, ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ, იქნება მრავალმხრივ ფორმატში დასადასტურებელი," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე გრძელდება კოალიციურ ფორმატში მუშაობა, თუმცა თუ კოალიცია იტანს აზრთა გარკვეულ სხვადასხვაობას, მთავრობა მონოლითური უნდა იყოს.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ პარტია "ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვნად განახლდება - მისი თქმით, გაერთიანება მოხდება მკაფიო მიზნებისა და ფასეულობების გარშემო.
"პარტია "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარშემო და მთლიანად, თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლას, გუნდი, რომელიც შეიკრიბება, შეიკრიბება ძალიან კაფიო მიზნების გარშემო, ეს მიზნები იქნება უპირველეს ყოვლისა დაფუძნებული ჩვენს საუკეთესო ფასეულობებზე და ტრადიციებზე და იქნება კონსენსუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე," - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















