|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურის მოსახლეობას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ჭკუასელი წარუდგინა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჩოხატაურისმოსახლეობას, ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ჭკუასელი წარუდგინა.პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თემურ ჭკუასელი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის დადებითთან ასოცირდება და არასდროს იქნებაარცერთი პრობლემის მიმართ გულგრილი. „ჩემი სამინისტროში მუშაობის პერიოდში, მაშინაც კი, როდესაც შეხვედრა დაგეგემილი არ იყო,ბატონი თემური არაერთხელ მინახავს რაიონის პრობლემატიკით ჩვენთან მოსული, რათა, ესა თუ ის საკითხი, აღმასრულებელხელისუფლებაში გადასაწყვეტად დაესვა. მინდა დიდი სიამაყით წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც ყველას გვიყვარს. ადამიანი,რომელიც ყოველთვის არის პოზიტივი და არანაირი ნეგატივი მასთან არ ასოცირდება. კაცი, რომელსაც უყვარს გურია, უყვარს ჩოხატაური,ლანჩხუთი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაშიგანხორციელებული რეფორმები შეაჯამა. მათ შორის, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობას, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის  განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს.

 „მინდა გითხრათ, რომ სათავე ქვეყნის განვითარების დევს განათლების სისტემასა და მის რეფორმირებაში. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფინაბიჯები უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით. სახელმწიფომ გაცილებით მეტი რესურსი უნდა გამოყოს განათლების სისტემისრეფორმირებისთვის და ეს რეფორმა არ უნდა იქცეს დამაშინებელ აჩრდილად მასწავლებელთა არსებული კორპუსისთვის. ძალიანმნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაფასოთ იმ ადამიანების შრომა, ხშირ შემთხვევაში გმირული, რომელსაც ისინი ეწევიან მომავალი თაობისაღზრდისთვის“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

 გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საზოგადოებაში მეტი კონსოლიდაციაა საჭირო დანაკლები მტრობა ერთმანეთისადმი, მეტი ატანა განსხავავეული აზრის. ამ კონცეფციის და მსოფლმხედველობის გარშემო გვინდაგავაერთიანოთ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართულიოცნების“ მთავარი მიზანი არის საქართველოში ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით რეგიონებში, მეტი პროგრესი, მეტი შემოსავალი იგრძნოს. „გპირდებით იმას, რომ ჩვენ გულში გავატარებთ თქვენს პრობლემებს აუცილებლად და სწრაფ ნაბიჯებს გადავდგამთ იმისთვის, რათა ყველათქვენთაგანმა იგრძნოს განსხვავება, უფრო მეტი სიყვარული, ყურადღება ჩვენგან“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. თემურ ჭკუასელმაპრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

(R)

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა