|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუს მოსახლეობას, მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარუდგინა

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუს მოსახლეობას, წალენჯიხისა დაჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარუდგინა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გოგა გულორდავა რეგიონის პრობლემატიკას, სპეციფიკას ძალიან კარგად იცნობს და საქართველოსპარლამენტში ღირსეული წარმომადგენელი იქნება. „მოგეხსენებათ, გოგა გახლავთ წალენჯიხის გამგებელი. იგი არის განათლებულიახალგაზრდა კაცი, მოტივირებული ადამიანი. ის პროფესიით იურისტია და ძალიან კვალიფიციურად შეძლებს წარმოადგინოს ადგილობრივისაკითხები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელებულ და მომდევნო 4 წლის განმავლობაშიგანსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
 „ჩვენ ვაპირებთ 2020 წლის ბოლომდე ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში, როგორიც არის მაგისტრალები,დამაკავშირებელი გზები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და  ტურიზმის განვითარებისთვის, დავასრულოთ, რათატურისტები ჩამოვიდნენ ამ მშვენიერ რეგიონში, მათ შორის ჩხოროწყუში და ისიამოვნონ საქართველოს ისტორიით. გაეცნონ მას და რა თქმაუნდა, მეტი შემოსავალი მოუტანონ ადგილობრივ მოსახლეობას, ოჯახური ტიპის სასტუმროებს და ა.შ. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ამამოცანის განხორციელება თანამედროვე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია,“-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.  პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ანაკლიის პორტის სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია, მასთან საბოლოომოლაპარაკებები მიმდინარეობს. დღეიდან 3 წელიწადში პორტის მშენებლობის საწყისი ეტაპი უნდა დამთავრდეს და ანაკლიის პორტმა უნდადაიწყოს დიდი გემების მიღება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება გარდამტეხი წერტილი. ანაკლია და სამეგრელო გახდებასაქართველოს მომავალი განვითარების ლოკომოტივი,“-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის უსაფრთხოებაზეც გაამახვილა ყურადღება: „იმისათვის რომ ყველა ეს პროექტი წარმატებულად დასრულდეს,საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოება. დამეთანხმებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ერთისმხრივ ჩვენ თანმიმდევრულად ვუახლოვდებით ევროპას და ევროატლანტიკურ ოჯახს, მეორეს მხრივ ვანხორციელებთ პრაგმატულპოლიტიკას ჩვენს უშუალო მეზობლებთან, და რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველოშიუსაფრთხოება ვერ იქნება. ჩვენი მთავრობა არის ის ერთადერთი მართლაცდა ეროვნული მთავრობა, რომელიც გამოდის პირველ რიგშისაქართველოს ინტერესებიდან და რომლისთვისაც უმთავრესია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, გვჯერა რომ, ჩვენიმთავრობა, ჩვენი გუნდი, რომელსაც აქ ხედავთ, რომელთანაც იკრიბება ყველა კონსტრუქციული ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარებასურს, არის ის ერთადერთი უალტერნატივო გუნდი, რომელიც ამ მიზნების განხორციელებას შეძლებს. ამ გუნდთან უნდა დადგეს ყველა.სწორედ ამიტომ, ჩვენ ვფიქრობ, რომ ისეთი ღირსეული კაცი, როგორიც არის გოგა გულორდავა, უნდა წარმოადგენდეს ჩხოროწყუს დაწალენჯიხას საქართველოს პარლამენტში“.

 გოგა გულორდავამ პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვითგამოსვლისას განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყოს ჩხოროწყუ-წალენჯიხის  რაიონების მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიდატი. გოგა გულორდავას წარდგენას პარტიის  წევრები-ეკა ბესელია, რომან კაკულია, სოსო დანელია და ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა