|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი კვირიკაშვილმა სამტრედიის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია მიქელაძე წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სამტრედიის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია მიქელაძე წარუდგინა.

 პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გია მიქელაძე წარმატებული ადამიანია, რომელსაც ბიზნესსა და კერძო სექტორში მუშაობის დიდიგამოცდილება აქვს.

 „იმისათვის, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მივიღოთ გაცილებით მეტად განვითარებული საქართველო, უფრო მეტიკეთილდღეობა იყოს თითოეული თქვენგანის ოჯახში, პარლამენტში გვჭირდება გამოცდილი ადამიანები. ამიტომ, გვინდა წარმოგიდგინოთგია მიქელაძე, რომელიც დარწმუნებული ვარ, პარლამენტშიც წარმატებული იქნება. ის იქნება თქვენი სიხარულისა და ტკივილისგამზიარებელი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე მიაწოდაინფორმაცია.

 სამტრედიის მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა.

„გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან ისეთი მთავრობები, რომლებიც განსხვავებული აზრისა თუ პოლიტიკურიშეხედულებების მქონე ადამიანებს შანტაჟით წინააღმდეგობას გაუწევენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, სამტრედიელებს,სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიდგები თქვენს გვერდით, ჩემი ქვეყნის, სამშობლოს გვერდით“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

 გია მიქელაძემ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები-გია ვოლსკი,გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე, ოთარ ჩრდილელი და დავით ლორთქიფანიძე.

  

 

(R)

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა