|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი სიხარულიძე მესხიშვილის თეატრს ტოვებს?

გავრცელებული ინფორმაციით,  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრს  ტოვებს.  აღნიშნულით „ნიუპრესი“ დაინტერესდა, როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ჯერჯერობით გადაწყვეტილიება მიღებული არ არის.

„ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი,  გავაგრძელებ, თუ არა სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობას. არსად წასვლას არ ვაპირებ, უბრალოდ, ხელშეკრულების  ვადა მეწურება. თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელები 4 წლიანი ვადით აგვირჩიეს და ახლა ეს ვადა იწურება. დაინიშნება ხელახალი არჩევნები და სამინისტრო როგორც გადაწყვეტს,  ისე მოხდება. ხელახალი არჩევნები მხოლოდ მესხიშვილის თეატრში არ იქნება, ყველა თეატრში თავიდან  ირჩევენ სამხატვრო ხელმძღვანელებს. ასე რომ,  ეს უბრალოდ ჩვეულებრივი პროცედურაა, თეატრში რაიმე უთანხმოება  არ ყოფილა“,-განაცხადა გიორგი სიხარულიზემ.

გიორგი სიხარულიძე მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 11 წელია მუშაობს, მის ანგარიშზე არა ერთი წარმატებული სპექტაკლია.

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა