|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება ვაშაძემ ცოტა ხნის წინ, პარლამენტში გააკეთა.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.

"ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა მივიღეთ, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს. 

ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე,” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ის ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნას აპირებს და არ აპირებს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას.

„უარს ვამბობ, გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება, ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმებით.

მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, საზოგადოებას, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი ძლიერი, წარმატებული ქვეყნის მშენებლობისთვის, დროა, გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის“, - განაცხადა  ვაშაძემ.

 ენმ-ის ოფიციალური განცხადებით, ვაშაძე პარტიის საპარლამენტო სიის ათეულში ვერ მოხვდა, რაც  მისი განაწყენების მიზეზი გახდა.  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა