|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჭიღვარია ააიპების ახალ ხელმძღვანელებს კვირის ბოლომდე წარადგენს

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. როგორც მერიაში აცხადებენ, თვითმართველობა ამ ეტაპზე ააიპ დაწესებულებების საკითხზე მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, ააიპ დაწესებულებებში ცვლილებები იგეგმება. რაც შეეხება, ახალ ხელმძღვანელებს, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მათ კვირის ბოლომდე წარადგენს.

პარალელურად, მერიის სამსახურის რეორგანიზაციის პროცესიც მიმდინარეობს. მერიის სამსახურის უფროსებს ქალაქის მერი კონკურსის წესით შეარჩევს.

ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ააიპი "სპეციალურ სერცისში " განხორციელებული საკადრო ცვლილება. ააიპის  ყოფილმა ხელმძღვანელმა გელა გაგუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, მის ადგილს ზვიად მანდარია დაიკავებს.

ქუთაისის მერიაში 20-მდე ააიპია, სადაც 5 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა