|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჭიღვარიამ ახალი ვიცე მერი თანამშრომლებს წარუდგინა

ქუთაისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს.  ახალი ვიცე-მერი, დავით ერემეიშვილი ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერიის სამსახურების, განყოფილებების, ა(ა) იპების ხელმძღვანელებს და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს  წარუდგინა.

"ვულოცავ ბატონ დავითს, ის ჩაიბარებს კულტურის, სპორტის, საბინაო სამსახურის მიმართულებებს, ყველა ერთად ვაგრძელებთ მუშაობას ქალაქისთვის,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

"მინდა მადლობა ვუთხრა იმ გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და მომცა საშუალება რომ ქალაქში კიდევ ბევრი წარმატებული ნაბიჯები გადავდგათ, "- განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა.

 [R]

ავტორი: ნიუპრესი