|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გიორგი ჭიღვარიამ გვითხრა, დაპირება მურღულიამ მოგცათ და მე არაფერს გადაგიხდითო"

ქუთაისელი ლეილა ვაჩნაძე თავშესაფარს ითხოვს. მისი თქმით, წლებია მერიას დახმარებას თხოვს, თუმცა უშედეგოდ.

ლეილა ვაჩნაძის თქმით, მას სოციალურ თავშესაფარში ბინა არ მისცეს, თუმცა წინა მერი დაპირდა, რომ ბინის ქირას გადაუხდიდა.

"თავშესაფარში ბინა არ მოგვცეს. შოთა მურღულია დაგვპირდა, რომ ბინის ქირას გადაგვიხდიდნენ, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. ერთი თვის ფულიც არ მოუციათ. გიორგი ჭიღვარიამ შეხვედრაზე გვითხრა, დაპირება მურღულიამ მოგცათ და მე არაფერს გადაგიხდითო. მეზობლებმა სხვის ბინაში შემოგვიყვანეს დროებით. პატრონი რომ მოვიდეს, სად წავიდეთ? მოგვიწევს მერიასთან კარვების გაშლა და იქ ცხოვრება", - განაცხადა ლეილა ვაჩნაძემ.

მისი თქმით, შვილთან ერთად ცხოვრობს და ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარების 120 ლარი და 200 ლარიანი პენსიაა. ლეილა ვაჩნაძის თქმით, თავშესაფარში საცხოვრისის მიღებაზე უარი მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ ათქმევინა, რადგან უთხრა, რომ შენობა საცხოვრებლად არ ვარგოდა.

ვაჩნაძეების პრობლემაზე საუბრობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია. მისი თქმით, მერიამ წელს მივლინებებზე 155 000 ლარი დახარჯა და სოციალურად დაუცველებს დახმარებას არ აძლევენ.

"155 000 ლარი აქვთ მივლინებებში დახარჯული მხოლოდ რამდენიმე თვეში და 155 ლარის საქმე არ გაუკეთებიათ, ამის ფონზე ადამიანებს ერთჯერად დახმარებაზე უარს ეუბნებიან. თავიანთი კომფორტისთვის აქვთ თანხები და მოქალაქეებისთვის არა. ეს არის მიზეზი, რის გამოც ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში, დგანან პარლამენტთან მოითხოვენ, გადადგეს მთავრობა", -განაცხადა გოგი წულაიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა