|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჭიღვარიამ უქიმერიონისა და კახიანოურის ამომრჩევლებს ამირან კოპალეიშვილი და ელეონორა არჩაია წარუდგინა [R]

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ქუთაისის  მერობის  კანდიდატმა  გიორგი  ჭიღვარიამ  უქიმერიონისა  და  კახიანოურის   ამომრჩევლებს  საკრებულოს  მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატები  ამირან  კოპალეიშვილი  და  ელიონორა  არჩაია  წარუდგინა.  

როგორც  მერობის  კანდიდატმა  აღნიშნა,  "ქართული  ოცნების"  გუნდმა  ქუთაისის  ამომრჩეველს  შესთავაზა  ისეთი  ღირსეული  კანდიდატები,  რომლებიც  ქალაქის  განვითარებისთვის  აქტიურად  ითანამშრომლებენ   მოსახლეობასთან  და  იქნებიან თითოეული  მათგანის  ხმა თვითმმართველობაში.

  გიორგი  ჭიღვარიამ  ამომრჩევლებთან  სოციალური  საცხოვრისის  მნიშვნელობაზეც  ისაუბრა  და აღნიშნა,  რომ ეკონომიკის  სამინისტროს  ბალანსზე არსებული რამდენიმე   შენობა  შესაძლებელია    ქალაქს   გადმოეცეს  და იქ  სოციალური  საცხოვრისი  გაკეთდეს,  რაც  უსახლკარო  ქუთაისელების  მდგომარეობას გააუმჯობესებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა