|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჭიღვარიას კაფე "არგოს" მშენებლობის კანონიერების შესწავლისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის ახალ მერს წინამორბედის მიერ გაცემული ნებართვის გაუქმებას თხოვს. ორგანიზაცია მოუწოდებს გიორგი ჭიღვარიას კაფე "არგოს" მშენებლობის საკითხს გადახედოს. 

"ქალაქის ყოფილი მერის მურღულიას უამრავ მავნებლობას შორის, რომელთა ნაწილის შესახებ პროკურატურასაც ჰქონდა კითხვები და საბოლოო განაჩენად მისი მერობიდან ჩამოცილება დადგა, კაფე-ბარის - "არგო" მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და "გაბედული" მავნებლობა იყო. ქალაქის ისტორიულ ცენტრში, კულტურულ მემკვიდრეობის უძრავის ძეგლის "ოქროს ჩარდახის" სიახლოვეს, მდინარე რიონის წყალდაცვით ზონაში, იქ, სადაც წყლის მოვარდნის საშიშროება ყოველთვის მაღალია, მდინარის ქალაქში არსებულ ერთადერთ სანაპიროზე მშენებლობის ნებართვის გაცემას სამართლიანად მოჰყვა საზოგადოების პროტესტი და 700-მდე ადამიანმა, ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და პოლიტიკური პარტიების ნაწილმა მშენებლობის შეწყვეტის თხოვნით მიმართა მერიას, თუმცა ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან ყრუ კედელი მივიღეთ, სანაპიროზე "მსუბუქი კონსტრუქციის" ნაგებობა აშენდა და უახლოეს დღეებში საზეიმო ვითარებაში გახსნასაც აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ძალას "ქართული ოცნება" წარმოადგენს, ბატონი გიორგი ჭიღვარია ახლადარჩეული მერია, რომლსაც პარტიულთან ერთად ინდივიდულური პასუხისმგებლობაც გააჩნია ქალაქის მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილის წინაშე, ვინც საფუძვლიანად აპროტესტებდა კაფე- ბარ "არგოს" უკანონო მშენებლობას", -აცხადებს გია გოქაძე.

მისი თქმით, თუ გიორგი ჭიღვარიას სურვილი აქვს კანონშესაბამისად მოქმედების, აუცილებლად შეიწავლის ამ თემას. 

"თუკი მას სურვილი აქვს, იმოქმედოს კანონის და ქუთაისის ინტერესების შესაბამისად, ის აუცილებლად გადახედავს ნებართვის გაცემის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და სახელშეკრულებო პირობებს, რაც ამ ნაწილში სამართლიანობის აღდგენის საფუძველი გახდება, ან აირჩევს გზას, რომელიც შოთა მურღულიამ აირჩია და ქუთაისს დააკარგვინებს შანსს ამ უსამართლობის, კორუფციისა და უპერსპექტივობის ჭაობიდან განვითარების გზაზე დასაბრუნებლად. ბატონო მერო, ჯერი ახლა თქვენზეა- არჩევანი მარტივი, პარტიული ინტერესის ქალაქის ინტერესზე მაღლა დაყენება შოთა მურღლიას გზაა, მურღულიას და ქუთაისის გზები ბოლოს იყოფიან. მურღულია ჩამოვიდა და წავიდა, ჩვენ აქ ვაპირებთ ყოფნას, თქვენ?"-აცხადებს გია გოქაძე. 

კაფე "არგოს" მშენებელობა ორი წლის წინ დაიწყო. მას არასამთავრობო ორგანიზაციების პროეტესტი მოყვა. ისინი მშენებლობის შეაჩერებას მოითხოვდნენ.

იმ დროსთვის კაფეს ერთ-ერთ მფლობელად საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია დასახელდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას ქუთაისის მერიაში უპასუხეს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა