|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოდერძი ჩანქსელიანმა მოსახლეობას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო (R)

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი ჩანქსელიანი ამომრჩევლებს ამჯერად თეთრიწყაროს ცენტრალურ პარკში  შეხვდა.

სიტყვით გამოსვლისას მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას  პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე, ისაუბრა  ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე-საყოველთაო დაზღვევის პაკეტზე, c-ჰეპატიტის უფასო მკურნალობასა და გაზიფიცირებაზე.

ამასთან, როგორც გოდერძი ჩანქსელიანმა განაცხადა,  წყლის პრობლემა,რომელიც წლებია განსაკუთრებით აწუხებს ამ რეგიონს, აუცილებლად გადაიჭრება.

„ყველა საკითხი, თქვენი გვერდში დგომით, ერთსულოვნებით, აუცილებლად შესრულდება“,-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

 თეთრიწყაროს ცენტრალურ პარკში გოდერძი ჩანქსელიანის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართა.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა