|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს [VIDEO]

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერია კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქუთაისის მერიამ შპს "გორას" პურის ჯიხურების განთავსების ნებართვა მისცა. მოძრავი ჯიხურები კი სასურსათო მაღაზიებს კონკურენციას უწევს და არასათანადო პირობებში აყენებს, რადგან ჯიხურის მფლობელებს ნაკლები გადასახადი ეკისრებათ, ვიდრე მაღაზიებს.

"ეს არის კორუფციული სქემა, მცირე და საშუალო ბიზნესის წინააღმდეგ. მერია არასათანადო პირობებში აყენებს მაღაზიებს, ვინაიდან მათ მეტი გადასახადები ეკისრებათ, ამ მოძრავი პურის ჯიხურებით კი იმ მცირერიცხოვან კლიენტსაც  კარგავენ. გარევაჭრობას თუ კრძალავენ, უნდა აიკრძალოს ყველანაირი ფორმით, რადგან ესეც ჩვეულებრივი გარევაჭრობაა",-განაცხადა გოგი წულაიამ.

 

 

ქუთაისის მერიაში კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებას უარყოფენ, რაც შეეხება შპს "გორას", მერიაში  ადასტურებენ, რომ მას მოძრავი ჯიხურებით ვაჭრობის ნებართვა მიეცა, თუმცა მაღაზიებთან ახლოს ვაჭრობის არა, რის შესახებაც კომპანიას დამატებითი გაფრთხილება მიეცემა.

 შპს "გორას" ჯიხურში დასაქმებულები კომენტარს არ აკეთებენ.  

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა