გოგი წულაიამ წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. ის ცოტა ხნის წინ გამოუშვეს.
გოგი წულაიას ინფორმაციით, სასამართლო დისტანციურად უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო, რადგან მან ადვოკატის აყვანა მოითხოვა.
მოსამართლემ მისი მოთხოვნა გაითვალისწინა და პროცესი მომავალ კვირაში გაიმართება.
წულაიას ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ედება, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ბრალის დამტკიცება 3000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
წულაია დღეს დააკავეს, როდესაც ბრიფინგს მართავდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა