|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გოგი წულაიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას სამედიცინო მანიპულაციები უტარდება"

პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ კლინიკაში „ელჯი“ აცხადებენ.  

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკოსი ამ დროისათვის გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში იმყოფება და სამედიცინო მანიპულაციები უტარდება. 

  "დილით შემოიყვანეს მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით, ეს არის რიგით მესამე შემთხვევა, ორჯერ გაკეთებული აქვს ოპერაცია. იმყოფება გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ამჟამად მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, უტარდება სათანადო მკურნალობა, ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას ესაჭიროება შუნტირების ოპერაცია. შედგება კონსილიუმი და გადავწყვეტთ, როდის ჩაუტარდება", -განაცხადა მკურნალმა  ექიმმა ზაზა ლომინაძემ.

როგორც ცნობილია,  გოგი წულაიას გული აწუხებდა, 2 ინფარქტი აქვს გადატანილი. ამ მიზეზით ექიმთან ის წინა დღეებში იყო მისული. მას ექიმი ზაზა ლომინაძე მკურნალობს, რომელიც  "ქართული ოცნების"  ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. 

ცნობისთვის, პარტია „თავისუფალი საქართველო“ გოგი წულაიას წყალტუბო, სამტრედია, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ასახელებს. ოფიციალური წარდგენა მომავალ კვირაშია დაგეგმილი. 

შეგახსენებთ,  პოლიტიკოსი გულის შეტევით სავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა