|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგნის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი, გოგნის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი შიო სინატაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ, გელათის სასულიერო აკადემიის და სემინარიის პრორექტორის თანაშემწემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მამა შიოს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

"ჩემი ინფორმაციით, მამაოს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება - დიაბეტი აწუხებდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა გადარჩენა ვეღარ შეძლეს",- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სასულიერო პირი ქუთაისში მკურნალობდა. 

შეგახსენებთ, 20 ნოემბერს ახალმა კორონავირუსმა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე იმსხვერპლა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა