|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგონას, რომელსაც ოჯახის წევრები ავარიის შედეგად გარდაეცვალა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

გოგონა, რომელსაც ოჯახის წევრები ავარიის შედეგად გარდაეცვალა, მძიმე მდგომარეობაშია. მარიამ კოჩაძეს სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთის კლინიკაში გადაყვანა, რისთვისაც თანხების მობილიზებაა საჭირო.

“გასული წლის 25 ოქტომბერს მარიამის ოჯახი მიდიოდა ბაღდათის სოფელ დიდველიდან, სოფელ დიმში ბაბუის ეზოში ხეხილის ნერგების დასარგავად. ბაღდათის გზა მოუვიდათ ავარია, სადაც ადგილზევე გარდაიცვალა მარიამის მამა, ბებია, ბებიის ძმა და მარიამის 4 წლის ძმა. მარიამი და მისი დედა გადაიყვანეს ქუთაისში, ევექსის კლინიკაში, სადაც მოგვაინებით გარდაიცვალა დედა და გადარჩა მხოლოდ გოგონა. რამდენიმე დღეში ბავშვს დაემართა კოვიდი და რეანიმობილით გადაიყვანეს თბილისში, ციციშვილის კლინიკაში. ბავშვი ავარიის შემდგომ იმყოფება მართვით სუნთქვაზე კომატოზურ მდგომარეობაში. აუცილებელია თურქეთის კლინიკაში გადაყვანა. გთხოვთ, ნუ დავუშვებთ რომ ოჯახიდან გადარჩენილი ერთადერთი სიცოცხლეც გამოგვეცალოს ხელიდან,”-აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

საქველმოქმედო ნომერი: 0 901 701 225 (ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან ) ღირებულება 1 ლარი დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ რეკვიზიტებზე: საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400 (GEL ; USD ; EURO ) თიბისი ბანკი : GE64TB7015436080100015 ( GEL ) GE44TB7015436180100003 ( USD ) GE17TB7015436180100004 ( EURO ) ლიბერთი ბანკი : GE86LB0115119616889001 ( GEL ) ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც. ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის_ხელები”. საზღვარგარეთიდან დონაცია https://paypal.me/Mothershands?locale.x=en_US

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა