|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გორდისა და კინჩხის კურორტები "პრომეთეს მღვიმეს" დაუკავშირდება

ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

მათ შორის აღსანიშნავია ხონის ტურისტული გზის დაგეგმარება. ტურისტული გზა "პრომეთეს მღვიმესთან" დააკავშირებს გორდისა და კინჩხის კურორტებთან.  ეს იქნება 16 კილომეტრიანი გზა, რომლის დაფარვაც 15 წუთში იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციას ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი ავრცელებს. მისი განცხადებით, 7 თებერვალს რაიონს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელები ეწვევიან.

სხვასხვა პროექტების განვითარება იგეგმა ვანშიც. ამათგან უმნიშვნელოვანესია ვანის იტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომელიც უკვე მიმდინარეობს. ვანის მუზეუმი ტურისტულად მნიშვნელოვანი გახდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი