|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გორთან მომხდარ ტრაგედიას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ემსხვერპლნენ

"ნაციონალური მოძრაობის"  შემაჯამებელი აქციიდან მომავალ მიკროავტობუსს, გორთან ახლოს თურქული ნომრებით მოძრავი ტრაილერი შეეჯახა. გარდაცვლილია 6 ადამიანი, დაშავებულია 10.

დაღუპულებს შორის სუს-ის რეგიონალური განყოფილების ყოფილი უფროსი ილია (ირაკლი) გაწერელიაა, ასევე დაღუპულია ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას ძმისშვილი ელვარდ ახალაია და ვიცე-პოლკოვნიკი, ყოფილი ძალოვანი ოთარ ჯიქია. 

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა - ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა,  გარდაცვლილთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ! - წერენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები სოციალურ ქსელში.

დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი: ნიუპრესი