|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მფლობელთა ვინაობა ცნობილია

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო მფლობელები გუშინ თიბისი კონცეპტის საკონფერენციო დარბაზში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა. 

 

ჯილდო  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩართულ ქალებს და იმ ორგანიზაციებს და პროგრამებს გადაეცათ, რომლებიც ICT სფეროში ქალების როლის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულნი

 

გრეის ჰოპერის ჯილდო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში დააწესა და ის ექვს კატეგორიაში გაიცა

 

კატეგორიაში მომავლის ლიდერი წარდგენილი იყვნენ 18-დან 30 წლამდე გოგოები, რომლებიც ტექნოლოგიების დახმარებით საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს უწყობენ ხელს. ამ ნომინაციაში გამარჯვებული ანა რობაქიძე, კომპანია Clientela- ინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელი გახდაანამ ამერიკული გამოცილებით საქართველოში დააფუძნა კომპანია Clientela, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს კონგლომერატებთან. ანა 2018 წელს ფორბსის 30 Under 30-ის სიაში, ტექნოლოგიის კატეგორიაშიც მოხვდა.

კატეგორიაში ICT სფეროს ჩემპიონი წარდგენილი იყვნენ ისეთი ქალები, ვისაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღები პოზიცია უჭირავთ და სხვებს კარგ მაგალითს აძლევენ. გამარჯვებული IT Academy Step-ის ქართული ფილიალის თანადამფუძნებელი და დირექტორი მაკა მახათაძე გახდამაკა ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტია. 2015 წელს მან დააარსა IT Academy STEP-ის ქართული ფილიალი, რომელიც აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით

ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიაში გაიმარჯვა Phubber-მა. ეს არის ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის. აქ მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის პროდუქტებიკომპანიას მართავს ქალი და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ინოვაციური პროდუქტების, სერვისებისა თუ ბიზნესმოდელების შექმნაში

 

კატეგორია ქალების გაძლიერების პროგრამა  გამოარჩევს იმ პროგრამას, პროექტს თუ საზოგადოებრივ ინიციატივას, რომელიც ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობას  უწყობს ხელს. გამარჯვებული ამ ნომინაციაში გახდა ქალთა კოდირების სკოლა (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) — ბიზნესისა და ტექნოლოგიების ამ პროგრამის მეშვეობით ქალები სხვადასხვა უნარს ითვისებენსწავლობენ Front და Back-end დეველოპმენტს, ხელოვნურ ინტელექტს, მანქანური დასწავლის პროგრამებს და სხვა საკითხებს. 5 წლის განმავლობაში პროგრამამ ტექნოლოგიურ სამეწარმეო ეკოსისტემაში 5000-ზე მეტი გოგო ჩართო.

[R]



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა