|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა უფასო იქნება - ამირან გამყრელიძე

 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, - ამისშესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასურველია, ყველა მოქალაქე 15 დეკემბრამდე აიცრას.

"პირველ რიგში, ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე. ესენი არიან: ხანდაზმული ადამიანები, დიალიზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტიანები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა.შ. ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ და ხვალ იქნება, ალბათ, ბრძანება ყველა მოქალაქეზე. გუშინდელი მონაცემებით აცრილია 90 ათასი ადამიანი. 100-110 ათასი დოზა კიდევ არის. სახელმწიფო ვაქცინა უფასოა.

ხვალ, ალბათ, გამოცხადდება, რომ ყველა აიცრას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფები. სასურველია, დეკემბრის 15-მდე ყველა ავიცრათ. ჯერ არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი ქვეყანაში. იცით, რომ ვაკვირდებით, ყოველკვირეული მონიტორინგი გვაქვს მთელი ქვეყნის მაშტაბით, ე.წ. საყრდენი ბაზებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა