|
  • EUR 1 = GEL 3.9722
  • USD 1 = GEL 3.3185
|

გთავაზობთ მითების სერიას

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა.

მოსაზრება, რომ გერმანიის გაერთიანების დროს, NATO-ს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, მცდარია.
რეალურად, ასეთი პირობა არასოდეს დადებულა და რუსეთს თავად არასოდეს მოუყვანია ამის დამადასტურებელი არგუმენტი. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება NATO-ში, დაფუძნებულია კონსენსუსის პრინციპზე და ყველა გადაწყვეტილება ინახება წერილობითი ფორმით. ასეთი ჩანაწერი არქივებში არ არსებობს. უფრო მეტიც, გერმანიის გაერთიანების პერიოდში (1989 წელი) ვარშავის პაქტი ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. მისი დაშლის გადაწყვეტილება 1991 წელს მიიღეს. ამის გათვალისწინებით, აზრს არის მოკლებული იმის მტკიცება, რომ ვარშავის პაქტის ქვეყნების NATO-ში გაწევრების თემა ვარშავის პაქტის არსებობის პერიოდში დადგა დღის წესრიგში.
თავად საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა დაადასტურა ეს, როცა 2014 წლის 15 ოქტომბერს „როსიისკაია გაზეტაში“ თქვა: NATO-ს გაფართოების საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა და ეს თემა დღის წესრიგში იმ პერიოდში არ იდგა. ამას მე ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანას არ დაუყენებია ეს საკითხი იმ წლებში, არც ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ. დასავლეთის ლიდერებს ეს საკითხი საერთოდ არ წამოუწევიათ.

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

ავტორი:

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.91%
მცირე დარღვევებით - 15.22%
გაყალბებით - 60.87%
სულ - 46 ხმა