|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, გუმათის დასახლებაში ჰესი იწვის [VIDEO]

ქუთაისში, გუმათის დასახლებაში არსებულ ჰესს ცეცხლი გაუჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ასევე ის, თუ რა ფართობზეა გაჩენილი ხანძარი.

თვითმხილველთა განცხადებით, ცეცხლი ჰესის შენობას უკიდია.

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ სახანძრო–სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.  პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ტრანსფორმატორს გაუჩნდა.

მომხდარის გამო ელექტროენერგია შეეზღუდა ქალაქის რამდენიმე უბანს. 

 

ვიდეო-თეკო ჭეიშვილი 

ფოტო:თორნიკე ტურაბელიძე

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა