|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გვინდა ტრადიციად დავამკვიდროთ ავთენტური დღესასწაულის აღნიშვნა"

ააიპ "იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ" გასული წლის საქმიანობა შეაფასა და 2020 წლის გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

"დმო იმერეთის"  მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, გასული წლის სიახლეებიდან აღსანიშნავია ტურიზმის ცენტრში განთავსებული უფასო ბიბლიოთეკა,  რომელშიც უცხოურ ენაზე თარგმნილი ქართული ნაწარმოებები შედის, ასევე ფუნქციონირებს საგამოფენო სივრცე, სადაც ქუთაისელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა ხდება.  იმართება კონფერენციები, რის საშუალებითაც საქართველოში მოქმედ ტურისტულ კომპანიებს მიეწოდებათ ინფორმაცია. ჟორჟოლიანის თქმით, ცდილობენ ავთენტური ღონისძიებების აღნიშვნა ტრადიციად დაამკვიდრონ.

"გვინდა ტრადიციად დავამკვიდროთ ავთენტური დღესასწაულის აღნიშვნა, წელს აღვნიშნეთ კათოლიკური შობა, რომელსაც დიდი გამოხმაურება პოვა, ასევე ვაპირებთ დავამკვიდროთ ებრაული დღესასწაულის აღნიშვნა",- განაცხადა დმო-ს წარმომადგენლმა ლალი ჟორჟოლიანმა.
 
რაც შეეხება მართმადიდებლურ დღესასწაულებს, სამი თვის განმავლობაში რაც ტურიზმის ტენტრი იმერეთის დმო-დ ტრანსფორმირდა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა, ტრადიციული ღონისძიების ერთიანი კალენდარი შეიქმნა.
 გასული წლის მთავარ მიღწევათა შორის აღსანიშნავია იმერეთის ორი კურორტის წყალტუბოსა და საირმის  ევროპის თერმული ქალაქების ასოციაციის წევრად გახდომა.  უკვე ეს კურორტები მოინიშნა ევროპის რუკაზე.
რა  შეეხება ქუთაისისა დ იმერეთის ბრენდირების საკითხს, ამ თემაზე მუშაობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

 პრეზენტაციას ქალაქისა და მხარის პირველი პირები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა