|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გვირილობის“ აღნიშვნა "ბაგრატის ტაძრიდან" დაიწყო

ქუთაისში „გვირილობის“ აღნიშვნა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ეზოდან დაიწყო, სადაც ქუთათელ- გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ ქალაქი დალოცა.

ცერემონიალს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი და სხვა პირები დაესწრნენ.

ბაგრატის ტაძრიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „სამი ოთარის“ სკვერში მივიდნენ, სადაც ოთარ სულაბერიძის, ოთარ ქორქიასა და ოთარ მამფორიას ძეგლებს პატივი მიაგეს.

"გვირილობის" აღნიშვნას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეუერთდნენ.

 

 

 

 



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა