|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჰოსპიტალ ,,მედიქალ სიტი"-ს ეზოში პაციენტთა გადარჩევის მიზნით კარავი მოეწყო

ჰოსპიტალ ,,მედიქალ სიტი"-ს ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრის და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ეზოში კარავი მოეწყო, სადაც პაციენტთა გადარჩევა მიმდინარეობს.

კლინიკებში მოსული პაციენტები აღნიშნულ კარავში კონსულტაციებს და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას სპეციალურად დამტკიცებული რეკომენდაციებით იღებენ. საჭიროებისამებრ ხდება მათი გადამისამართება სპეციალური საშვით კლინიკის ამბულატორიულ და სტაციონარულ სექტორებში,  ან ბოქსირებულ პალატაში დაკვირვებისთვის.

ადმინისტაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პაციენტთა და სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის და კორონავირუსის გავრცელების რისკების გამოსარიცხად მიიღეს. 

ავტორი: ნიუპრესი