|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„იარაღი”, რითაც შემიძლია დავამარცხო დაავადება, აღარ მაქვს“

ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველ, ნანუკა ნიკურაძეს დახმარება სჭირდება. მას ექიმებმა მოტონეირონი დაუდგინეს. ის 5 წელია, ამ მძიმე დაავადებას ებრძვის. უსახსრობის გამო ვერ მკურნალობს, თუმცა იმედი არ დაუკარგავს. მას სჯერა, რომ ხალხის გვერდით დგომითა და მხარდაჭერით სიცოცხლეს შეინარჩუნებს. 31 წლის გოგონას სახელმწიფომ დახმარება, უკვე მეოთხე თვეა შეუწყვიტა. მიზეზი ნიკურაძეებისთვის უცნობია.   ის მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედად რჩება.

"5 წლის წინ აღმომაჩნდა ეს დაავადება. იარაღი(ფული), რითაც შემიძლია დავამარცხო დაავადება, აღარ მაქვს. ამიტომ ვიჩოქებ ყველა ადამიანის წინაშე. ვითხოვ დახმარებას, რომ მაჩუქოთ სიცოცხლე. დიაგნოზის დასადგენად და სამკურნალოდ საზღვარგარეთ მირჩიეს გამგზავრება, რისი საშუალება ჩემს ოჯახს არა აქვს. გთხოვთ, ამ მძიმე განსაცდელში, ნუ მიმატოვებთ. გთხოვთ, მაჩუქოთ სიცოცხლე!" - აცხადებს ნიკურაძე.

ნანუკა ნიკურაძე სამტრედიაში ცხოვრობს, როგორც ოჯახის წევრები განმარტავენ,  ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გოგონას ერთჯერადად მხოლოდ 150 ლარი დაურიცხა. 

"ნიუპრესი" ცდილობს გაარკვიოს,  შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ, თუ არა ნანუკა ნიკურაძისათვის საჭირო დახმარების აღმოჩენა.

 ნანა ნიკურაძის დასახმარებლად ანგარიში "საქართველოს ბანკში" –ა გახსნილი.

ბანკის კოდი: BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE83BG0000000601697300. მიმღები მარინა ზაქარიაძე. (ნანუკას დედა)

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა