|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იატაკის გათბობის უპირატესობები

საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეში სითბოს თანაბრად გადასანაწილებლად იატაკის გათბობა შეუცვლელი სისტემაა. მისი საშუალებით ჰაერის ცირკულაცია ქვემოდან ზევით ხდება, რაც უზრუნველყოფს თანაბარ ტემპერატურას მთელს სივრცეში. 

იატაკის გათბობის უპირატესობებია:

  • ეკონომიურობა - ის ამცირებს ენერგიის მოხმარებას. ზოგიერთ შენობაში შესაძლოა 20%-მდე დანაზოგიც გამოგივიდეთ. 
  • კომფორტი- თბილ იატაკზე ფეხსაცმლის გარეშე მოძრაობაც სასიამოვნოა. 
  • ერთგვაროვანი ტემპერატურა - სითბო ოთახის მთელ სივრცეზე ნაწილდება და ტემპერატურულ კომფორტს ქმნის. 
  • უსაფრთხოება - აღსანიშნავია, რომ მილებს დაზიანებისგან იატაკის საფარი იცავს. შესაბამისად, მასზე ზემოქმედება შესაძლებელია გამიზნულად, მხოლოდ მექანიკური ხერხებით. დაზიანების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, ამიტომ სისტემის ეფექტურად მუშაობა გარანტირებულია. მისი ექსპლუატაციის ვადა 50 წელია.
  • ესთეტიკა - ხილული გამათბობლების არარსებობა სივრცეს მეტად მიმზიდველს ხდის. ამასთან არაფერი გიშლით ხელს გაბედული დიზაინერული გადაწყვეტილებების მიღებაში.
  • ჰიგიენა - იატაკის გათბობის გამოყენებისას მტვრის ცირკულაცია არ ხდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რესპირატორული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ამ დროს ოთახების დასუფთავება უფრო მარტივია, რადგან რადიატორის თითოეული ნაწილის წმენდა საჭირო აღარ არის. 

თბილი იატაკი არის გათბობის თანამედროვე ტიპი, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება ნებისმიერი ტიპის ინტერიერში. ეს არა მხოლოდ ეკონომიური, ასევე მოსახერხებელი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სისტემაა.

 

იატაკის გათბობის სისტემები თერმოინდუსტრიაში

თერმონდუსტრიაში იატაკის გათბობის თანამედროვე სისტემების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ხარისხის სერტიფიკატის მფლობელი პროდუქცია მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს. გამოცდილი გუნდი შეძენიდან მონტაჟამდე ნებისმიერი ტიპის მომსახურებას გაგიწევთ. რაც მთავარია პროფესიონალური რეკომენდაციებით თქვენ ყველაზე ოპტიმალური აგრეგატების შერჩევას შეძლებთ. 

გათბობის სისტემების და მაკომპლექტებელი მასალების შერჩევა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ნუ ენდობით დილეტანტებს, რათა კუსტარულად დამონტაჟებულმა აგრეგატებმა მომავალში სარემონტო ხარჯები არ გაგიორმაგოთ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა