|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისიმ Apple Pay-ს პრეზენტაცია გამართა

თიბისიმ Apple Pay-ს პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიება სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა, სადაც დამსწრე აუდიტორიას  გადახდის ინოვაციური სერვისის და მისი გამოყენების  შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

საქართველოში ამოქმედებიდან ამ დრომდე Apple Pay-ზე  უკვე თიბისის 15 000-ზე მეტი ბარათი გააქტიურდა.

 

Apple Pay მობილური გადახდების ინოვაციური სერვისია, რომლით სარგებლობა  iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის მომხმარებლებს შეუძლიათ. Apple Pay მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში გადახდას უფრო სწრაფს, მარტივს, უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.

 

Apple Pay უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც თიბისი ბანკის ბარათით/ბარათებით სარგებლობს. გადახდების განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ Apple-ის მოწყობილობების საშუალებით ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay. Apple Pay-ს ინსტალაცია ძალიან მარტივია და მისი გამოყენებისას თიბისის მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რასაც ისინი მანამდე, თიბისი ბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათით სარგებლობისას იღებდნენ.

 

უსაფრთხოება Apple Pay-ს მთავარი შემადგენელი ნაწილია. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში  და არც სერვერებზე.

 ამის ნაცვლად,  იქმნება უნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. 

თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.

iphone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა უკვე შესაძლებელია მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევბევრ სხვა ადგილას. Apple Pay-ით აპლიკაციებში ან Safari-ში ონლაინ შოპინგისას, გადახდის გრძელი ფორმების შეყვანა საჭირო აღარ არის.  Apple Pay –თ თითოეულიგადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.

თიბისი ბანკის ბარათებით Apple Pay-თ სარგებლობის ინსტრუქცია განთავსებულია მითითებულ ბმულზე: www.tbcapplepay.ge

 

Apple Pay-ს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.apple.com/apple-pay/

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა