იგეგმება თუ არა ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვა?
ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში ქონების აღწერის სამუშაოებს, ქონების მართვის სააგენტო ადასტურებს. სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აღწერა ქონების ეკონომიკის სამინისტროსთვის გადასაცემად მიმდინარეობს, რის შესახებაც კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
კითხვაზე, აღწერა და ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა, ხომ არ გულისხმობს, იმას რომ შენობა გასაყიდ ობიექტთა სიაში შევა, გვპასუხობენ, რომ რა იგეგმება მომავალში ამ ეტაპზე ვერ გვიპასუხებენ. შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროს ქუთაისში გასაყიდად ოცამდე ობიექტი გაიტანა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა