|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იგეგმებოდა მკვლელობების განცხორციელებაც - ღარიბაშვილი სააკაშვილს ახალ "ბრალს" უყენებს

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არეულობის მოწყობის მიზნით ჩამოვიდა.  

ის მესამე პრეზიდენტს ახალ ბრალს უყენებს და მკვლელობების დაგეგმის ორგანიზებაშიც ადანაშაულებს, თუმცა დასძენს, რომ მისი დაპატიმრებით ქვეყანას განსაცდელი ააარიდეს.  

"პატიმარი სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და მათ შორის,  ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განცხორციელებაც, თუ რა თქმა უნდა ისე მოხდებოდა, გავბნვიტარედებოდა, როგორც მას ქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს დიდი განსაცდელი ავარიდეთ ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 მისი თქმით, ახლა მათთვის  მნიშვნელობანია არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება.

"მე მინდა რომ ყველას მოვუწოდო, რომ დღეს გვჭირდება სიმშვიდე, რომ ჩავატაროთ მეორე ტურის არჩევნები, რომ გავიმარჯვოთ, რომ  ქვეყანამ გაიმარჯვოს, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება"- განაცხადა ღარიბაშვილმა.  

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა