|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ევროპის დავალებით"- ქუთაის-გაენათელი მეუფე იოანე

ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ევროპის დავალებით -  აცხადებს ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი მეუფე იოანე. 

"ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ევროპის დავალებით,  დაკვეთა იყო ევროპიდან. ისინი ებრძოდნენ პოლიტიკურ ელიტას მთელს რესეთის იმპერიაში. 20 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე იყო მოკლული რევოლუციონერების მიერ.  და ეს იდეები საიდან მოდის, თქვენ კარგად იცით," - აცხადებს მეუფე იოანე. 

მან კიდევ ერთხელ განმარტა მისი ცნობილი გამონათქვამი რუსეთის იმპერიის დროს ქართული ეკლესიების ფრესკების გადათეთრების შესახებ. მისი თქმით, საქართველოში ნიკოლოზ პირველის ვიზიტის დროს კედლები გადაათეთრეს არა იმის გამო, რომ ქართულ ეკლესიას და ფრესკებს ებრძოდნენ, არამედ იმიტომ რომ კედლებზე ძველი მხატვრობა გადაშლილი იყო, ამიტომ კედლები შეათეთრეს და იქ ხატები განათავსეს.  

"რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის ვიზიტის დროს, გზაზე სადაც მას უნდა გაევლო დაზიანებული მხატვრობა სადაც იყო ეკლესიაში, იქ გადაათეთრეს კედლები, რომ საყვედური არ მიეღოთ, რადგან როდესაც დაზიანებულია ფრესკები, ან უნდა აღდგეს, ან გადაიშალოს და თავიდან დაიხატოს. ანჩისხატში რომ მიხვიდეთ თბილისში ძველი მხატვრობა გადალესილია და ხელახლა მოხატულია, ესეც რუსეთის ბრალია? თუ მხატვრობას ებრძოდნენ, მაშინ სხვა ეკლესიებშიც ასე მოიქცეოდნენ"- აცხადებს იოანე. 

 ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტად კურთხევის შემდეგ მეუფე იოანემ დღეს პირველად გამართა წირვა "ბაგრატის ტაძარში",  რის შემდეგაც მრევლთან იქადაგა. მეუფემ ადამიანის არჩევანზე ისაუბრა.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა