|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნამახვანჰესის“ პროექტი ამ პირობებით არ გაგრძელდება - ღარიბაშვილი

 იმ პირობებით, რა პირობებიც დღეს არის „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, პროექტი არ გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორთან და იმედოვნებს, რომ უკეთესი პირობებით აშენდება აღნიშნული პროექტი, რომელიც ხალხის საუკეთესო ინტერესებზე იქნება გათვლილი.

„რაც შეეხება „ნამახვანის“ პროექტს, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა ეს პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა არის ეს პროექტი და რომელიც ჩვენ დაგვხვდა, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ პროექტს არ გავაგრძელებთ. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა