|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ვიცე გუბერნატორი ევროპაში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ერთვიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის მიზანია, იმერეთთან დამეგობრებული კუიევსკო–პომორსკის რეგიონის ბრიუსელის ოფისთან თანამშრომლობით, ერთობლივი პროექტების მომზადება  ევროპული საგრანტო კონკურსებისათვის. ასევე იმერეთის რეგიონის წარდგენა სხვადასხვა ინსტიტუტებსა და ევრო–რეგიონების წარმომადგენლებისათვის სამომავლო თანამშრომლობის ინიცირების მიზნით.  ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ასევე  მიმდინარეობს მუშაობა ევროპის რეგიონთან ასამბლეასთან იმერეთის აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვიზიტი პოლონური მხარის მიერ არის დაფინანსებული. 

ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. პირველი შეხვედრა ასამბლეის  გენერალურ მდივანთან მეთიუ მორისთან შედგა, რომლის მთავარ თემას იმერეთის აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხები წარმოადგენდა. გენერალურმა მდივანმა, თავის მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის წარმატებულ და მიზანმიმართულ საქმიანობას ვიზა ლიბერალიზაციის და ზოგადად ევროპულ ინსტიტუციებთან დაახლოების საკითხებში და სრული მხარდაჭერა გამოხატა იმერეთის ერა–ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. სექტემბრის თვეში იგეგმება ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, პრეზიდენტის დოქტორ ჰანდე ბოზატლის ხელმძღვანელობით. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე ეწვევა იმერეთს. 

 

 გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებებისა (DG NEAR) და განათლებისა და კულტურის გენერალური დირექტორატების (DG Education and Culture) წარმომადგენლებან. შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის სფეროში მიღწეული წარმატებები და ის საგრანტო კონკურსები და ფონდები რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ქართულ–პოლონური და ზოგადად ერთობლივი რეგიონთაშორისი პროექტების მომზადება, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის განვითარების; დეცენტრალიზაციის; მცირე  საშუალო მეწარმეობისა და სხვა პროგრამების ფარგლებში. საუბარი შეეხო საგრანტო პროგრამა "შემოქმედებითი ევროპა"–ს (Creative Europe), რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის 6-წლიან   პროგრამას, კულტურის, აუდიო-ვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად არის შექმნილი. აღნიშნული პროგრამა ასევე იძლევა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონების მიერ ერთობლივი პროექტების მომზადების შესაძლებლობას, და იმერეთი ჩართულობა ამ პროგრამაში მხარდაჭერილი და მოწონებული იქნა პროგრამის წარმომადგენლების მიერ. 

 

 25 იანვარს, გაიმართა სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეს იოსებ ხახალეიშვილსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიისა და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩის ნატალი საბანაძეს შეხვედრა.  ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა იმერეთის ევრო–რეგიონებთან და ინსტიტუტებთან დაახლოების მნიშვნელობა, განსაკუთრებით დღეს საქართველო–ევროკავშირის შორის არსებული ურთიერთობებისა და გამოწვევების ფონზე. საელჩოს ინიციატივით დაიგეგმა შეხვედრები ბელგიის რეგიონების ფლანდრიისა და ვალონიის წარმომადგენლებთან, რომელშიც უშუალოდ საელჩოს წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული და ეს იქნება პირველი შეხვედრა ქართულ და ბელგიურ რეგიონებს შორის. თებერვლის თვის დასაწყისში, საელჩოში დაგეგმილია ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საღამო, სადაც ვიცე–გუბერნატორთან ერთდ კუიავსკო–პომორსკის სავოივოდოს მარშალი პიოტრ ცოვბესკიც არის მიწვეული.

     

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა