|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის სოფელში მამაკაცი 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს. 50 წლის კაცი გარყვნილ ქმედებას ნათესავის 5 წლის გოგონასთან ახდენდა და აიძულებდა მას, შეხებოდა. მას შემდეგ, რაც ბავშვმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, ფაქტი გახმაურდა და მამაკაცი დააკავეს.
დედამ მცირეწლოვანი შვილები სოფელს გაარიდა და საცხოვრებლად მშობლების სახლში გადავიდა. მომხდარის გამო ბავშვმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.
მეზობლების თქმით, დაკავებული ზ.კ. ადრეც იყო ნასამართლევი. მას ბავშვის დედასთან კამათი მოუვიდა და მომხდარი სწორედ ამ მუქარას უკავშირდება.
მომხდარზე საუბარი არ სურთ დაკავებულის ახლობლებს.
სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. 
 
შსს ინფორმაციით, გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
 
ფოტო: სოციალური სივრციდან

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა