|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი ღამის საათებში ქალაქის ქუჩებში ბაიკერობს

"ეს არის უფრო თავისუფლებისკენ სწრაფვა, მეათე კლასში ვიყავი, მოტოციკლეტი რომ მყავდა. ამით ვერ დაინტერესდები, ეს შენს ბუნებაში უნდა იყოს," -  ასე განმარტავს იმერეთის გუბერნატორი ბაიკერობისადმი მის სიყვარულს.

 ზვიად შალამბერიძის თქმით, მოტოციკლეტით სეირნობას ქუთაისში ღამის საათებში ახერხებს, როდესაც ქალაქის ქუჩები ავტომანქანებისაგან თავისუფლდება. 

 "დღევანდელ საქართველოში უფრო რისკთან არის დაკავშირებული მოტოციკლეტის მართვა, ვიდრე საზღვარგარეთის ქვეყნებში. ამის მიზეზი ისაა, რომ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ავტომანქანის მართვის ძალიან დაბალი კულტურა აქვს. რეალურად, მოტოციკლეტს არ აღიქვამენ როგორც ტრანსპორტს", - განაცხადა გუბერნატორმა. 

 ზვიად შალამბერიძის თქმით, ბაიკერობა ასევე მოსწონს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, თბილისის მერს კახი კალაძეს. "ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გვაერთიანებს", -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთის რწმუნებულმა თავისი ჰობის შესახებ ტელეკომპანია "რიონში" მაია ყუფარაძის სავტორო გადაცემაში "კოლაჟი" ისაუბრა.  

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა