|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნიაში სამი მაღალჩინოსნის სახელფასო ცვლილებამ 50 980 ლარი შეადგინა

იმერეთის გუბერნიის სამი მაღალჩინოსნის სახელფასო ანაზღაურებაში განხორციელებულმა ცვლილებამ  მიმდინარე წელს 50 980 ლარი შეადგინა.

გუბერნიაში განმარტავენ, რომ  ხელფასების გაზრდა მთავრობის დადგენილებით მოხდა. ასევე აცხადებენ, რომ ხელფასების გაზრდის მიუხედავად, სახელფასო ფონდი არ გაზრდილა და ის პრემია-დანამატისთვის განკუთვნილი ხარჯით შეივსო.

"არ გაზრდილა სახელფასო ფონდი, სახელფასო ანაზღაურება, დანამატი, რასაც ყოველ თვე იღებდნენ და პრემია გაერთიანდა და დაერქვა ხელფასი"-აცხადებენ გუბერნიაში.

იმერეთის გუნერნატორის სახელფასო ანაზღაურება გაორმაგდა და 2950 ლარიდან 5 900 ლარი გახდა. მსგავსად გუბერნატორისა, სახელფასო ანაზღაურება გაეზარდათ მის მოადგილეებს.

პირველი მოადგილის ხელფასი 2360 იყო და მიმდინარე წელს ხელფასისა და დანამატის გაერთიანებით 3900 ლარი გახდა.

ასევე გაიზარდა მოადგილის  ხელფასი და ნაცვლად 2250 ლარისა, 2500 ლარი გახდა.

ახალი მონაცემებით, წლიურად იმერეთის გუბერნიისა და მისი ორი მოადგილის ანაზღაურება 147 600 ლარს შეადგენს.

იმერეთის გუბერნატორის ერთი მოადგილის პოსტი, რომელიც რამდენიმე თვე ვაკანტური იყო,  გაუქმდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა