|
  • EUR 1 = GEL 3.8267
  • USD 1 = GEL 3.2537
|

იმერეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა

იმერეთის რეგიონში რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა და ინტენსიურმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50 – 60 სმ. - ს მიაღწია.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ამ დრომდე მოძრაობა არც ერთ საავტომობილო გზაზე არ არის შეჩერებული. ყველაზე რთულ, მუხურა-ტყიბულის მონაკვეთზე, გადაადგილება მხოლოდ დაბალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის შეზღუდული.

იმერეთის მხარის სოფლების გარკვეულ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და დაზიანებულია გარე განათების ბოძები. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40.78%
უარყოფითად - 49.51%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.71%
სულ - 103 ხმა