|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური სამსახური  უამინდობის გამო გამოწვეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად განაგრძობს მუშაობას, - აცხადებენ  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქუთაისის წარმომადგენლობაში. 

ამ დროისათვის ავარიულად არის გამორთული ფიდერები ვანის, ბაღდათის, ზესტაფონის, თერჯოლის მუნიციპალიტეტების სოფლები, სადაც თოვლის საფარი მაღალია.

ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თეონა გეგუჩაძის განცხადებით, "თოვლის მიუხედავად აღდგენითი სამუშაოები არ შეწყვეტილა. ტექნიკური ბრიგადები დაზიანების მომენტიდან აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება. სამუშაოები გრძელდება და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად დღის ბოლომდე აღდგება."

მისი თქმით, დასავლეთ ცენტრალური ფილიალში დიდთოვლობის მიუხედავად მასშტაბური გამორთვები არ არის. ქუთაისში აბონენტებს ძაბვა მიწოდებათ, ასევე ელექტროენერგია აქვს ყველა რაიონულ ცენტრს და სასიცოცხლო ობიექტებს.

ავტორი: ნიუპრესი